როგორ მოვხვდით "თითქმის" ქვეყნის დასალიერში და რატომ უნდა ნახოთ იუნესკოს ძეგლი

დღე 3

ფლორიდის ქუჩაზე არალეგალურად პესოს შეძენას "გადარჩენილებმა "კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილში არგენტინის უდიდესი ტბის სანახავად უნდა გავწიოთ...უფრო ნაციონალური პარკის და ვიცი გაიფიქრებთ ალბათ ამხელა გზაზე პარკის სანახავად როგორ წახვედით სამი ზრდასრული, რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი- ო....თუმცა ..ეს აუცილებლად უნდა გვენახა 🏔️

არგენტინა რომ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის კუპიურების პანტაპუნტით გამოშვებაც მეტყველებს, ექსტრავაგანტული მმართველობით გამორჩეული პრეზიდენტი ჰყავს ბატონი მილეი, რომელმაც ძველი მთავრობის თითქმის ყველა წარმომადგენელი სატუსაღოში გაამწესა, ნეპოტიზმი აღგავა პირისაგან მიწისა, თუმცა ინფლაციას და კრიზისს ჯერ ისევ თავგამოდებით ებრძვის. იმპორტირებულ საქონელს კრძალავს და გარდა ამისა სრულ მონოპოლიას სთავაზობს სამხრეთ ამერიკულ, კერძოდ არგენტინულ და მეზობელი ქვეყნების ავიაკომპანიებს და მხოლოდ მათ უთმობს არგენტინის საჰაერო სივრცეს ...ნაცნობ სახელებს ვერსად იპოვნით...🤷🏼‍♀️

არგენტინის ავიახაზები ქვეყნის უმსხვილესი ავიაკომპანიაა თუმცა, რომ გითხრათ ბილეთის ფასი შეესაბამება ხარისხსთქო მოგატყუებთ... სერვისით Georgian Airways იც კი შეიძლება სჯობდეს 🤭 - არაფერი პირადული, ფაქტია უბრალოდ...

საბედნიეროდ ბილეთები წინასწარვე გვქონდა ნაყიდი. რა თქმა უნდა აეროპორტში 3 საათით ადრე მივედით... კატო მარტოდ დარჩენილ ერთ-ერთ ჩვენგანს მარტივად უმკლავდება ხოლმე, თუმცა მე და თიკას ბევრ სხვა კოალიციებთან ერთად "აეროპორტში 3 საათით ადრე მიმსვლელთა" საზოგადოება გვაქვს ჩამოყალიბებული, იმ მოტივით რომ თვითმფრინავი ჩვენ არ დაგველოდება...

ფრენა 3 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა, ელ კალაფატეში ჩასულებს კოკროჭინა შენობა დაგვხვდა, ძალიან რომ მოინდომო ვერსად დააგვიანებ და უფრო მეტად კი ვერ დაიკარგები, უბრალოდ ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატება...

კარგად ნაცადი Uber ის გამოძახება კრახით დასრულდა, რადგან ამ ტერიტორიაზე (და როგორც აღმოჩნდა არა მხოლო...) ეს სერვისი არ არის ხელმისაწვდომი. თუმცა ტაქსები არც თუ ისე ძვირად მიგიყვანს დანიშნულების ადგილას..

გზად, როგორც ყველაფრის წინასწარ დამგეგმავმა ხალხმა სანტა კრუზის პროვინციის სტეპებს და გახრიოკებულ მიწებს რომ მოვავლეთ თვალი და მივხვდით +2065 km ის ფრენის შემდეგ უდაოდ ვიმსახურებდით ელ კალაფატეს საუკეთესო რესტორანს, პატაგონიური ლუდიც რომ აქვთ და პატაგონიური ცხვრის მწვადს პომპეზურად მოგართმევენ...🐑

ელ კალაფატე ბაკურიანს ჰგავს, უბრალოდ აქ ხის პოვნა გაგიჭირდება. აუცილებლად იქნება ქარი და აქა-იქ ცხვრის სურნელებით გაჯერებულ ჰაერსაც მოიტანს სასუნთქებლად..

საკვები უდაოდ გემრიელია, ლუდიც არ ჩამოუვარდება გემოვნური თვისებებით და სერვისიც გასაოცრად კარგი აქვთ...

ამ პატარა დაბას რეკომენდირებული ადგილების სიაში ნამდვილად შევიყვანდი, რომ არ ელი ისეთ ავთენტურ ელფერს სძენს ყველაფერს...

დღე 4 - Lago Argentino & UNESCO Heritage - Her majesty Perito Moreno

ეს ის სანახაობაა სანამ ცოცხალი ხარ რომ უნდა ნახო! თუმცა მის სანახავად თვითშემოქმედებას არ უნდა მიჰყო ხელი და აუცილებლად უნდა დაჯავშნოთ ტური რომელიც გარიჟრაჟზე იწყება!

ყველა თუ არა ელ კალაფატეს სასტუმროების ნახევართან გავჩერდით ტურის მონაწილეთა დასამატებლად და როგორღაც მივედით კატამარანამდე. დრო თითქოს გაიწელა თუმცა საკმაოდ პუნქტუალურად და დათქმულ დროს ჩართო ძრავი ორ სართულიანმა და 300 მგზავრით დატვირთულმა კატამარანმა და არგენტინის ტბის გასაოცარ სილურჯეში შეცურა..

არგენტინის ტბა რომელიც არგენტინაში უდიდესია ( სახელიც კი მეტყველებს თუმცა..) ეროვნული პარკის შემადგენელი ნაწილია და აქ შესვლას ცალკე ღირებულება აქვს.

იმდენად წარმოუდგენლად ცისფერია წყალი რომ ვერც კი წარმოიდგენ და დაუშვებელია ეს იყოს ბუნებრივი.

შორს, ანდების მთათა სისტემაში 250 კმ² ზე გადაჭიმული სიგრძით 30 კმ ყინულის მასა დღეში 7 მ ით იზრდება

Perito Moreno Glacier

2020 წლიდან კი კლიმატური პირობების ცვლილების გამო დნობა დაიწყო... ვფიქრობ მივუსწარით 🥺

იუნესკოს დაცული მსოფლიო ძეგლების სიაში მყოფი 1223 ძეგლიდან Glaciers National Park ის ტერიტორიაზე მყოფ ყინულებში მისი უდიდებულესობა პერიტო მორენო საპატიო ადგილს იკავებს და ის ერთ-ერთი და არა ერთადერთი 😁 (ამაზე მოგვიანებით)... ჩვენი მოგზაურობის მთავარი დანიშნულების ადგილი გახლდათ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ეს იმ კარგი გადაწყვეტილებების სიაში, რომელიც ცხოვრების განმავლობაში მიმიღია და აუცილებლად მოხვდება საუკეთესო ათეულში თუ არა ასეულში მაინც 🥹

თუ თავისუფლების სურნელი გსურთ იგრძნოთ, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას რომ ფილტვებს უხილავ გარსს აკრავს თან ფირუზისფრად ელავს და მთელი დიდებულებით აბრჭყვიალებს ყინულის უზარმაზარ მასას, თითქოს საგულდაგულოდ გააპრიალესო - განზრახ, რომ თვალები მოგჭრას, მისგან მონაბერი ქარი კიდევ ერთხელ აგრძნობინებს მხილველს რომ ამ ყინულების შემოქმედია მაშინ Perito Moreno უნდა ნახოთ!

El Calafate, Glaciers & Millennial Last Hobby ანუ ქვეყნის დასალიერი და ჩიტებზე დაკვირვება Lagos Argentino-ზე