იცოდით რომ მყინვარიდან დაბადებულ ყინულს საუკუნეები შეუძლია იცოცხლოს მხოლოდ იმიტომ გაძლებს რომ ქარი ქრის?
სულ მინდოდა მეწერა ამ შვებულებისას მივხვდი რომ სურვილი საჭიროა მაგრამ არასაკმარისია თუ ნაბიჯი არ გადადგი...
ჰოდა ოლა ჩიკას.... 💃
დღე 1
მგზავრობა 21 საათს გაგრძელდა, რომ მკითხოთ ბრაზილიაში ვარ ნამყოფი...ვერავინ მომედავება კი ნამყოფი ვარ ოღონდ თვითმფრინავით და ფეხი არ ჩამიდგამს მიწაზე...
თბილისი სტამბოლი თუ სტამბული.... anyway ძველი კონსტანტინოპოლის დედაქალაქი ახლა კი აზიის ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფოს დედაქალაქიდან 16 საათი და 20 წუთი უნდა გვეფრინა - ჯამში 13 000 კმ, თუმცა ბრაზილიის გავლით - სადაც მოცდა გვქონდა 2 საათი საწვავის შესავსებად და ბრაზილიაში მიმავალი მგზავრების ნაცვლად ახალი მგზავრების მისაღებად...
ჩემი პირველი მგზავრობა სხვა დროით სარტყელში მშვიდად პრიორიტეტული გასასვლელებით სარგებლობით დაიწყო...თიკამ ახალი "მაფია" მოქოქა ვიღებთ ყველა სარგებელს რაც გვეკუთვნის ან გაგვიგია რომ არსებობს 😁
ჩამოვაღწიეთ ფრენისგან შეშუპებულებმა, მესამე მცდელობაზე მივაგენით Uber ის ტაქსის pick up point-ს და გავემართეთ სამი გაძეძგილი ჩემოდნით პერუს ქუჩაზე, ჩილეს მოქალაქე ნიკოლასის დატოვებული ალაგის მოსაძებნად...გულის სიღრმეში რომ ფიქრობ შეიძლება არ დაგხვდეს, მაგრამ ამას როგორ იტყვი ხმამაღლა...
ისედაც წამი წამზე გაწერილი, დაგეგმილი მარშუტით მიგყავს 15 წლის ნამეგობრალი ხალხი შენს აკვიატებულ - "მოდი ბილეთებს ვიყიდი" ქვეყანაში და ამჯერად შემთხვევითად არგენტინა აირჩიე...ისიც იმიტომ რომ არგენტინაში ინფლაციაა და პლუს 50% ფასდაკლებით ისარგებლე...
ასევე საქართველოს რესპუბლიკის ბეჩავ მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ 😁
ჯანსაღი სარკაზმი და თვითკრიტიკა სასიცოცხლოდ მშვნელოვანია!
უბრალოდ შორია და ახლა ამას რომ ვწერ საქართველოში უკვე ხვალ არის 😁
კარგი სტარტი გვქონდა ჰოდა საქართველოში დღეს და ბუენოს აირესშიც დღეს ჩამოვედით..
ნიკოლასის გასაღები დაგვხვდა, არც ღირდა ნერვიულობად, სახლსაც არაუშავს უკეთესიც მინახავს ...ხვალ ისევ მივფრინავთ...
დღე 2
ბუენოს აირესი ძალიან ჰგავს დიდ დიღომს, ქართველებს ქუჩებზე დასარქმევი სახელები რომ ამოგვეწურა, გადავწყვიტეთ დედაქალაქის ამ უბანში ღვაწლმოსილი უცხოელი მკვლევარების სახელები დაგვერქმია ქუჩებისთვის, არგენტინელებიც ეგრე არიან.... ყველა ქალაქის და ქვეყნის ქუჩას ნახავთ ჩვენ პერუს ქუჩაზე ვცხოვრობთ ...
თუმცა დღეს რაღაც არალეგალურს ჩავდივართ ...🫢
ფლორიდის ქუჩაზე მივდივართ და განზრახული გვაქვს არაოფიციალური კურსით შევიძინოთ არგენტინული პესო... ვაჭრობაც მოსულა არ გაწყობს კურსი სხვას მიმართავ - მუქკანიან, ტატუირებულ მამაკაცებს, რომლებიც ბოლო ხმაზე გაჰყვირიან "კამბიო,კამბიო ,ეურო დოლარ.."
უთანხმდები მერე სადღაც ჯურღმულში შეჰყავხარ, გგონია რომ ყველა შენ გიყურებს, წუთი წუთზე ე.წ. "სირენების" ხმას გაიგონებ და ასეთივე მუქკანიანი არგენტინელი პოლიციელები გამოცვივდებიან და ღრიალს დაგიწყებენ ესპანურად და შენს გონებაში "მიწაზე გოგო"- დ ითარგმნება...თუმცა არაფერი მსგავსი არ ხდება..მშვიდი და საქმიანი სახით ფულებიან ოთახში კაცი ზის... შენი მეგზური რაღაც ფრაზას ეუბნება და ის ფულის თვლას იწყებს ...
ისეთი კუპიურები აქვს ჩვეულებრივ საფულეში არ ეტევა... აქვე მოკლედ მათ ეკონომიუკურ მდგომარეობაზე მცირე დეტალი - წელიწადში ორჯერ ახალ ბანკნოტს ამატებენ მაგრამ მაინც ინფლაციაა ....
დახურდავებულ ფულს ჩემს ბავშვობაში რომ "რეზინით" კრავდნენ ეგრე გიკრავს...და ამ 1 წუთიან სერვის ასრულებს ფრაზით- ბუენოს დიას ჩიკას
არაფერი არალეგალური...
შემდეგ ჯერზეც იგივე უნდა ქნა 😁